“ორი” წალენჯიხა” – საკრებულო მერიის წინააღმდეგ, სტიქიის პარალელურად – დეტალები

მაშინ, როცა სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს, და ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სჭირდება, მაშინ, როცა სტიქიის შედეგად, აჭარაში ორი ადამიანია გარდაცვლილი, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანს, სტიქიის ყოველი შემოტევისას, რომ ბოლო წლების მანძილზე, ხელისუფლებას, პრევენციული ღონისძიებები არ ჩაუტარებია, ან არ ჩაუტარებია ხარისხიანად, ქართულმა ოცნებამ, წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების გასაკრიტიკებლად და დასადანაშაულებლად მოიცალა და სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ გამოჩენილა, თურმე, სტიქიის ზონებში და თურმე, მოსახლეობა უკმაყოფილოა ხელისუფლების.
ქართული ოცნება აცხადებს, რომ წალენჯიხის საკრებულოს წევრები, ქართული ოცნებიდან, ადგილზე არიან, კარგია ეგ, ძალიან კარგიც, რადგან საკრებულოს წევრებიც, მათ შორის, ქართული ოცნებიდან, ასევე ხელისუფლებას წარმოადგენენ და არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს აქვს წალენჯიხას, ერთ დღეში არ დაგროვებულა და წლების მანძილზე უსაქმურობის შედეგია.
წალენჯიხის საკრებულოს ოცნების ფრაქცია აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, არსებობს, თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია და ითვლის, თუ არა, ვინმე, სტიქიის შედეგებს. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ნარატივი ისევ უცვლელია – არცოდნა, მათთვის, არცოდვაა, არადა, თუ დაინტერესდებოდნენ, წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ უკვე მუშაობს ადგილზე, ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია.
გამოცემა, თაიმერის, რომელიც ადგილიდან მთელი დღის მანძილზე ავრცელებს სიახლეებს და ფოტომასალებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ. მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას, რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს. მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები. შეგახსენებთ, რომ გრიგალის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?