,, მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ” –

4
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, :
,,ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს.
ახლა, თავის ჭკუით, დაამუღამეს, რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ “მტრის ხატს” და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი “საერთო მტრის წინააღმდეგ” და ფეიკ ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს.
სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც.
მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას.“