მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც “ახმეტელიდან” „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა.




