ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 125მლნ-ით გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა.
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6,72 მლრდ დოლარს შეადგენს და რეიტინგში 381-ე პოზიციას იკავებს.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 6,6 მლრდს შეადგენდა.
წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, მისი ქონება 125მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო ცვლილება +25 მილიონი დოლარია;
Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა. რუსეთში არსებული აქტივების უმეტესი ნაწილი მან 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. მან პრემიერის თანამდებობა ერთ წელიწადში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ