„სიტყვა „განვითარება” განადგურების სინონიმად აქცია ჩვენმა სახელმწიფომ. საერთო სიმდიდრე ცალკეული კომპანიების ინტერესებს ეწირება“- ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელ ფეისბუკში სამშენებლო კომპანია „ორბის” მიერ დაანონსებული პროექტის მშენებლობას ეხმაურება და წერს, რომ ეს ვითომ განვითარებისკენ, სინამდვილეში კი გარემოს განადგურების ხარჯზე ერთეულების კიდევ უფრო გამდიდრებისკენ, მიმართული მშენებლობა, გაგრძელებაა იმისა, რასაც ვხედავთ თბილისში ბევრი წელია, რასაც ვნახავთ მალე ლაგუნასთან ან ვერეს ხეობაში, რაც დამართეს ბაკურიანს. „კომერსანტი” მენაბდის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„1896 წელს ბახმარო ოფიციალურად ცხადდება კურორტად. მაშინ იქ სულ რამდენიმე სახლი იდგა და “ბახმაროს კოოპერაციული საზოგადოება” მართავდა. აქედან 128 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი დავუშავეთ იქაურობას. დღეს ბახმარო მართლაც არ არის კარგი სანახავი, ცუდად დაგეგმილი მშენებლობები, დანგრეული შენობები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ბუნების სილამაზის აღსაქმელად გონებისა და მხედველობისთვის ფილტრის დაყენება გიწევს. გაუგებარი ჩანართები საჭიროა გამორიცხო. მაგრამ ისე არ არის, რომ ვერ ეშველოს, ეს არეულობა ვერ მოწესრიგდეს.მაგრამ უარესიც შეგვძლებია. რამდენიმე დღის წინ ზარზეიმით გვაცნობეს, რომ ბახმაროში დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება. კომპანია “ორბი” (იხ. ) იწყებს დიდ პროექტს 4 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რომელიც მთავრობისგან 1 ლარად (sic!) გადაეცა 2019 წელს.
ბათუმი უკვე ვახსენე და ეს ვითომ განვითარებისკენ, სინამდვილეში კი გარემოს განადგურების ხარჯზე ერთეულების კიდევ უფრო გამდიდრებისკენ, მიმართული მშენებლობა, გაგრძელებაა იმისა, რასაც ვხედავთ თბილისში ბევრი წელია, რასაც ვნახავთ მალე ლაგუნასთან ან ვერეს ხეობაში, რაც დამართეს ბაკურიანს. ამას ვეღარ ეშველება.
სიტყვა “განვითარება” განადგურების სინონიმად აქცია ჩვენმა სახელმწიფომ. საერთო სიმდიდრე ცალკეული კომპანიების ინტერესებს ეწირება. სიხარბე და ეგოისტური მიზნები – ახლა ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.”- წერს ვახუშტი მენაბდე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა