„ცხოვრება არის მოძრაობა“ – CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორის წარმატების ფორმულა

Forbes Woman-ის კითხვას, “რა არის თქვენი წარმატების ფორმულა”, CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია პასუხობს. ჟურნალისტი იხსენებს, რომ თამარი ერთადერთი რესპონდენტია, რომელმაც თავისი წარმატების ფორმულა გულწრფელად გააჟღერა და საკუთარი წარმატებაც ერთ ჭეშმარიტებას დააფუძნა – “ცვლილებები გარდაუვალია!”
თამარ გახარია ელენე კვანჭილაშვილთან, წარმატების ფორმულაზე საუბრისას, თავის პირველ სამსახურს იხსენებს.
“ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ტემპი იყო სრულიად არაადეკვატური, თუმცა შრომის და რესურსების ფასი ზუსტად მაშინ ვისწავლე. მაშინვე დავაფასე ცხოვრებისეული თუ სამუშაო გამოცდილებით მიღებული ცოდნის ღირებულებაც, რომელსაც ვერც წიგნებში იპოვიდი და ვერც შეკითხვების დასმით. სწავლის მუდმივმა სურვილმა განაპირობა, ჩემი ამ ღირებულებებზე თითქმის დამოკიდებულება, რაც საბოლოო ჯამში, ჩემს წარმატების ფორმულაში ვთარგმნე“, – იხსენებს თამარ გახარია.
CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თავისი წარმატების კომბინაციას ამოცანის სახით გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი ინდივიდუალური ფორმულა უნდა შეიმუშაოს, რათა ამოცანა საბოლოოდ თვითონ ამოხსნას.
“წარმატების ფორმულა ყველას თავისი აქვს, ჩემი გამოიხატება სულ რამდენიმე სიტყვით და კომბინაციით: უნარები გამრავლებული საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე გამრავლებული შრომისმოყვარეობა/ძალისხმევაზე და ამ ნამრავლს დამატებული და სწავლის, მოსმენის, ფიქრის, სიყვარულის უნარისა და ცვლილებებისადმი მზაობის ჯამი ‒ ეს ყველაფერი კი წარმატების ტოლია, რომელიც ჩემთვის ბედნიერებაში ითარგმნება!
წარმატება ჩემთვის ბედნიერებაა. თუ მე ბედნიერი ვარ, რა წერტილშიც ვარ ‒ მაშინ ეს ნიშნავს, რომ მე ბედნიერებაში წარმატებული ვარ. უბრალოდ წარმატებაც და ბედნიერებაც პროცესია და არა ერთჯერადად დამდგარი მოცემულობა. ყველას ვუსურვებ, მიაგნოს საკუთარი წარმატების ფორმულას, რადგან ფორმულის ცოდნა, ამოცანის ამოხსნას ნიშნავს“, – ამბობს თამარ გახარია.
თამარის წარმატების ფორმულა დიდწილად ერთ მისთვის უპირობოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაზე დგას ‒ „ცხოვრება არის მოძრაობა“ – დღეს უკვე შემდგარ ლიდერს, მტკიცედ სჯერა, რომ თუ ადამიანი არ გამოდის კომფორტის ზონიდან, არ იღებს რისკს, მაშინ ის განვითარებასაც წყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა