აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიREUTERS/Jonathan Ernstთეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გადადო, რომელიც პარასკევს, 19 ივნისს, უნდა დაწყებულიყო.
ადმინისტრაციის მიხედვით, გეგმების ცვლილების მიზეზი “ლოჯისტიკური” საკითხები იყო, თუმცა, ამერიკული მედიის მიხედვით, ვიზიტის გადადება შესაძლოა, ლიბანში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს.
18 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის გეგმები ჯერჯერობით საბოლოოდ არ იყო შეთანხმებული და ახსენა ის ფაქტიც, რომ ირანელ მაღალჩინოსნებს შესაძლოა, ტექნიკური პრობლემები შეექმნათ მგზავრობის მხრივ.
“აშშ-ს დელეგაცია მზადაა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს, მაგრამ ამ მოლაპარაკებებისთვის ლოჯისტიკა არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამ ეტაპზე ვიცეპრეზიდენტი ამაღამ არ მიემგზავრება. მოველით, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყება.” – განაცხადა თეთრმა სახლმა.
მანამდე ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ნება დართო და აღნიშნა, რომ ეს “არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას.”
მოგვიანებით ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა მადლობა გადაუხადა ხამენეის და აშშ-სთან მოლაპარაკებებზე წითელი ხაზების დაცვის პირობა დადო.
თუმცა, გამოცემა Axios-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პარასკევს მოლაპარაკებების არ დაწყების მიზეზი შესაძლოა, თეირანის განცხადება იყოს, რომელიც ისრაელს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სდებდა ბრალს.
18 ივნისს, ვენსის განცხადებამდე, რომ შვეიცარიაში აღარ გაემგზავრებოდა, სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას შორის ინტენსიური ბრძოლა დაიწყო.
