მედია – რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა და სამხედრო საწყობი იწვის

რუსეთის როსტოვისა და ბელგოროდის რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე 18 ივნისის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც გუკოვოში ნავთობბაზასა და შებეკინოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

როსტოვის ოლქის გუკოვოს მაცხოვრებლების განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი გაჩნდა. თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების თანახმად, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია ნავთობის შესანახი რვა ავზი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გუკოვოში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, კომერციული დანიშნულების ორ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და დიზელის ლოკომოტივი დაზიანდა.

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს მახლობლადაც. ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე დრონები დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე