რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 555 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 555 დრონი ჩამოაგდეს. „გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ვლადიმირის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერის, ტულის, როსტოვის, რიაზანისა და მოსკოვის ოლქების თავზე 555 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

რუსული მედია წერს, რომ გასული ღამის განმავლობაში „მოსკოვზე დრონებით თავდასხმის მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო“.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვთან მიახლოებისას 180 დრონი ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის ოპერაციები გრძელდება“, – აღნიშნა მოსკოვის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე