ნახეთ: “მთამსვლელი” ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
ფოტო: @pabloberlangab via X
5
წაკითხვა
ინჟინრებმა ჰუმანოიდი რობოტები ძალიან მაღალ დონეზე განავითარეს: მათ უნარებში უკვე საბრძოლო ხელოვნების ფლობა და მარათონებში მონაწილეობაც კი შედის. ამჯერად ჰუმანოიდი რობოტი ახალ სირთულეს შეეჭიდა: მან ევერესტის დალაშქვრა “გადაწყვიტა”.
ეს რობოტი Unitree G1-ია, რომელმაც ეკვადორში ჩიმბორასოს ვულკანი უკვე დალაშქრა, რომლის სიმაღლეც 6263 მეტრია. გარდა ამისა, ჩიმბორასო დედამიწის ცენტრიდან იმაზე მეტადაა დაშორებული, ვიდრე ევერესტი.
თავისთავად, რობოტს ამისთვის დამოუკიდებლად არ მიუღწევია. როგორც Humanoids Daily განმარტავს, რობოტმა 16-საათიანი მარშრუტის ზოგი სექცია დამოუკიდებლად გაიარა. ეს სექციები მაქსიმუმ 30°-ით იყო დახრილი. ხოლო მარშრუტის დანარჩენი ნაწილი ადამიანების დახმარებით დალაშქრა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კადრებიც: სალაშქრო ფეხსაცმელსა და თერმულ ჟაკეტში გამოწყობილი ჰუმანოიდი ჩიმბორასოს მწვერვალიდან გვესალმება.
საინტერესოა, რომ ეს მცდელობები მხოლოდ პრესტიჟისთვის არ არის. ლაშქრობები ფრანგი ინჟინრის, სახელად პაბლოს, მიერაა ორგანიზებული. ამ ყველაფრის მიზანი ჰუმანოიდი რობოტების ექსტრემალური პირობებისთვის მომზადებაა. ინიციატივას “პემბა” ჰქვია და საბოლოო მიზანი გარემოს დამცველების ისეთ საქმეებში დახმარებაა, როგორიც რთულად მისაწვდომი ადგილების მონიტორინგია, მაგალითად, ამაზონის ჯუნგლების. რასაკვირველია, ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, სანამ ჰუმანოიდი რობოტი ამდენად რთული და დატვირთული საქმის შესრულებას შეძლებს.
ამის შემდეგ პაბლოსა და თავის გუნდს რობოტის მაუნა-კეაზე (ჰავაი) წაყვანა სურთ, რათა G1 ევერესტის დასალაშქრად კიდევ უფრო უკეთ მოემზადოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა2551 ნახვა
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა1915 ნახვა
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა1824 ნახვა
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს1301 ნახვა
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს1223 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
დედამიწა
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
Paleo
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
გადახედვა
ფიზიკა
მიწისქვეშა დეტექტორით “მოჩვენება ნაწილაკის” შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
მიწისქვეშა დეტექტორით “მოჩვენება ნაწილაკის” შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
გადახედვა
კოსმოსი
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
კოსმოსი
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება “მინი სამყარო” წარმოიქმნას
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება “მინი სამყარო” წარმოიქმნას
გადახედვა
ინტერნეტი
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
აშშ-ის მთავრობის დირექტივის გამო Anthropic-მა Mythos 5 და Fable 5 გათიშა
აშშ-ის მთავრობის დირექტივის გამო Anthropic-მა Mythos 5 და Fable 5 გათიშა
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
გადახედვა
ინტერნეტი
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა