ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა, რომ მომხმარებელი ცდილობს დაელოდოს ფასდაკლებებს და სასურველი პროდუქტი შემდეგ შეიძინოს – „ნოვა“

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის განცხადებით, მომხმარებლის ქცევა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა – ხარისხზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა პარალელურად, გაძლიერდა აქციებსა და ფასდაკლებებზე დამოკიდებულებაც.კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, მყიდველები სულ უფრო ხშირად ელოდებიან მათთვის საინტერესო შეთავაზებებს და სასურველ პროდუქტს სწორედ ამის შემდეგ იძენენ.ედიშერ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, კომპანიის განვითარება პოზიტიურია და წლის დასრულებას დაახლოებით, 10%-იანი ზრდის მაჩვენებლით ელოდებიან.”პირველი 5 თვის მონაცემებით, დაახლოებით გაყიდვების 10%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა, პარალელურად მზარდია საოპერაციო ხარჯები როგორც შრომის ანაზღაურების, ასევე, საწვავის თუ სხვადასხვა ნაწილში. მიუხედავად ამისა, განვითარება პოზიტიურია და ველოდებით, რომ მიმდინარე წელს 10%-იანი მაჩვენებლით დავხურავთ.რაც დრო ფადის მომხმარებელი უფრო მეტად აქცევს ხარისხს ყურადღებას, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აქციებზე, ფასდაკლებებზე დამოკიდებულება უფრო მეტად გაიზარდა. როდესაც შენ გაქვს კარგი შეთავაზება ეს აშკარად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა ეს ტენდენცია, რომ მომხმარებელი ცდილობს დაელოდოს მისთვის საინტერესო შეთავაზებებს და სასურველი პროდუქტი შემდეგ შეიძინოს”, – აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.რაც შეეხება კომპანიის გაფართოების გეგმებს – კომპანიის დირექტორის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სტრატეგია დიდ ქალაქებში საკუთარი მეგა ცენტრების გახსნას, ხოლო რეგიონალურ ცენტრებში ფრენჩაიზის მოდელის განვითარებაა.”მიმდინარე წელს ფრენჩაიზით გავხსენით ფილიალი ზესტაფონში და ვფიქრობთ, ზუგდიდის და რუსთავის მიმართულებით  გაფართოებას. ზუსტად ვერ გეტყვით მიმდინარე წელს რამდენად მოვახერხებთ ამ ფილიალების დამატებას, თუმცა მომდევნო წელს მაინც აუცილებლად გაიხსნება. ჩვენ გვქონდა 7 საკუთარი ფილიალი და ორი ფრენჩაიზი – ამჟამად, კი გვაქვს ჯამში 5 საკუთარი და 5  – ფრენჩაიზის. ზოგადად, ფრანჩაიზებით განვითარებას უფრო მეტად განვიხილავთ, თუმცა, არა დიდ ქალაქებში. გვინდა, რომ რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესებს დავუჭიროთ მხარი და ადგილობრივი მეწარმეები განვითარდეს. რითეილის ამ ფორმატით გაფართოება ჩვენს გრძელვადიან პერსპექტივაში არ შედის. ჩვენი ამოცანა უფრო დიდ ქალაქებში,  მეგა ცენტრების გახსნაა, ხოლო რეგიონალურ ცენტრებში ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ერთი ფრენჩაიზ ფილიალის დამატებას „ნოვას“ მხრიდან დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება”, – აღნიშნა მან.ცნობისთვის, “ნოვას” 5 საკუთარი ფილიალი და 5 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია – „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.bp.ge