ირაკლი ჭეიშვილი: ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს…

“ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს, პირიქით მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას და განახლდეს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ არა მხოლოდ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები და არგუმენტები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და სამომავლოდ რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირთან ამ კანონის ფონზე. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით დისკუსია და მსჯელობა გავმართოთ. დათმობებზე არ არის საუბარი, საუბარია დისკუსიაზე, დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ, გამჭვირვალობის იქნება თუ სხვა.
სად წაიკითხეთ, რომ დათმობებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?” – თქვა, ირაკლი ჭეიშვილმა, პირველი არხის ცნობით.
ცნობისთვის, დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.

ასევე დაგაინტერესებთ