მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
ფოტო: Echeverría-Huarte et al. CC-BY-ND
14
წაკითხვა
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, სეირნობისას (დანიშნულების წერტილის გარეშე სიარულისას) უფრო ხშირად რომელი მიმართულებით უხვევთ? მარჯვნივ თუ მარცხნივ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა სცადა. პირველად ეს საკითხი COVID-ის შემდეგ წამოიჭრა. მაშინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეიძლება სეირნობისას ადამიანები შემთხვევით სულაც არ ვირჩევდეთ მოძრაობის მიმართულებას.
ახალი ნაშრომის ავტორები კონკრეტულად შეხვევის მიმართულებას დააკვირდნენ. კვლევის ფარგლებში ასაკობრივი, კულტურული და სივრცითი ფაქტორები გაითვალისწინეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანების მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით (მარცხნივ) ურჩევნია შეხვევა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ახალი ნაშრომის ფარგლებში სხვა პოტენციური ფაქტორები გამოერიცხათ, რომლებიც შეიძლება ამ უპირატესობაზე ახდენდეს გავლენას. მაგალითად, ჩაკეტილ სივრცეში სხვა ადამიანების მოძრაობა.
ექსპერიმენტები ესპანეთსა და იაპონიაში ჩაატარეს (ამ ქვეყნებში სრულიად განსხვავებული სოციალური და კულტურული ნორმებია). ამასთან, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებშიც. გარდა ამისა, ცდისპირები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან იყვნენ.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში 209 ადამიანს სთხოვეს, ექვსკუთხა ფორმის შემოღობილ სივრცეში მარტო გაესეირნათ. ამ სივრცეში სხვა ადამიანები არ ყოფილან, ამიტომ ცდისპირის მოძრაობაზე სხვების გადაადგილებას ვერ ექნებოდა გავლენა. ცდისპირების სტატისტიკურად მნიშვნელოვანმა ნაწილმა მარცხენა მიმართულებას მიანიჭა უპირატესობა, განურჩევლად ცდისპირის დომინანტი ხელის ან სქესისა.
მცირედი ვარიაცია ასაკმა გამოიწვია. ახალგაზრდებმა მარცხენა მიმართულებისადმი საგრძნობლად გამოკვეთილი უპირატესობა აჩვენეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ცდისპირი 40 წლამდე ასაკის იყო.
ამ კანონზომიერების გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა სამომავლოდ დამატებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. ეს მიგნება შეიძლება შენობების დიზაინსა და უფრო ეფექტიანი საევაკუაციო სისტემების შექმნაში გამოიყენონ. გარდა ამისა, ახალ აღმოჩენას სპორტის გარკვეულ სახეობებზეც შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგალითად, სირბილსა და რბოლაზე.
მეცნიერებს სურთ, სამომავლოდ მსგავსი ექსპერიმენტი უფრო ასაკიან ადამიანებზე და სხვა ცხოველებზეც ჩაატარონ.
ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს7140 ნახვა
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა1700 ნახვა
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს1155 ნახვა
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს1080 ნახვა
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა883 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
გადახედვა
კოსმოსი
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
ინტერნეტი
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
ტექნოლოგიები
Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ
Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
აშშ-ის მთავრობის დირექტივის გამო Anthropic-მა Mythos 5 და Fable 5 გათიშა
აშშ-ის მთავრობის დირექტივის გამო Anthropic-მა Mythos 5 და Fable 5 გათიშა
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
გადახედვა
ინტერნეტი
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
ტექნოლოგიები
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
გადახედვა
მეცნიერება
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე