NYT: რუსეთი შესაძლოა ფხენიანს სანქციების არიდებაში ეხმარება, ცხინვალში ანგარიში გაუხსნა

The New York Times-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის გავლით შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო საბანკო ქსელთან დაკავშირებაში ეხმარება, სანაცვლოდ კი იარაღს და საბრძოლო მასალას იღებს.
თეთრმა სახლმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, სანაცვლოდ კი სამხედრო ტექნიკა მოითხოვა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ფხენიანმა 2,5 მილიონი ვაზნაც გაგზავნა. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია რუსეთმა მიაწოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა.
დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის გაყინული $30-მილიონიანი აქტივიდან რუსეთმა $9 მილიონი განბლოკა, რომლებიც რუსულ საფინანსო უწყებებში ინახებოდა. ამ ფულს, როგორც ისინი ამბობენ, ფხენიანი ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს.
დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი, შესაძლოა ფხენიანს გაეროს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. როგორც NYT წერს, ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა.
გაერომ და -მა ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხიდ ჩრდილოეთ კორეას რიგი სანქციები დაუწესეს, მათ შორის იყო საბანკო სექტორთან დაკავშირებული.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ადასტურებენ საბანკო შეთანხმებების სპეციფიკას. თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები შეესაბამება აშშ-ის მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოითხოვდა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან იარაღის გადაცემის სანაცვლოდ.
ექსპერტების მოსაზრებით, ფინანსურ ქსელებზე წვდომა – ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნების მხოლოდ ერთი პუნქტია. მათი თქმით, ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან წამყვანი სამხედრო ტექნიკა სურს, როგორიცაა სატელიტური ტექნოლოგია და ატომური წყალქვეშა ნავები.