რაც უფრო მეტს ყვირის “ნაცბაბლის” სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურეობას თეონა ბაღდავაძე უწევს.
აბაშიძის თქმით, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა “ტელეკანალიზაციები” ვითომ “ათეთრებენ”.
“უცვლელი კანონზომიერებაა, რაც უფრო მეტს ყვირის “ნაცბაბლის” სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში; ბოლო ცნობით, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა/Tayona [whatever] ბაღდავაძე. თუმცა, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა “ტელეკანალიზაციები” ვითომ “ათეთრებენ”.
ბრიტანეთის ბოლო სანქციები შეეხო რუსულ Яндекс Банк-სა და WB Банк-ს. ორივე კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის საქართველოში PR-მომსახურეობას “ნაცების” მეგუნდრუკე თეონა ბაღდავაძე უწევს. უწინ “სოტოვი” Билайн-ის “პიარშიცაც” ყოფილა საქართველოში.
რაღაცით ხომ უნდა ისულდგმულონ სააკაშვილის მადიდებლებმა? მხოლოდ გია ბარამიძის მოწოდება რომ 5-5 ლარი ჩაურიცხინ, არაკმარისია- წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა