პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი პრევენციის საკითხებს ეხება.
პაატა სალიამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტიანობა გავლენას ახდენს სამართლის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა