რუსეთმა დრონების ხმასთან მსგავსების გამო ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა

რუსეთმა დრონების ხმასთან მსგავსების გამო ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა | ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედიასაშუალება Интерфакс ანექსირებული ყირიმის მარიონეტული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს
💬 „2026 წლის 17 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე წესდება დროებითი შეზღუდვა მოტოციკლების, მოპედების, პიტბაიკების, კვადროციკლების, სკუტერებისა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე. შეზღუდვა იმოქმედებს 20:00 საათიდან 06:00 საათამდე“ – ნათქვამია ბრძანებაში. აქსიონოვის განცხადებით, ეს შეზღუდვები შემოღებულია „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო, სახელმწიფო და სპეციალური ობიექტების დასაცავად“
🔻 Интерфакс-ის ცნობით, აქსიონოვის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა მანამდე ადგილობრივ ტელეარხ „ყირიმ 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ ხმაურიანი სატრანსპორტო საშუალებები ხელს უშლიან მობილური საცეცხლე ჯგუფების მუშაობას, რადგან მათი ხმა ძალიან ჰგავს უპილოტო საფრენი აპარატების გუგუნს