ირაკლი კობახიძის მეუღლე თანამდებობას დატოვებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას:
,,არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონდმებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას – სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს”, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ასევე დაგაინტერესებთ