პრემიერმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ