4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი საქმიდან იმ ბრალდებულთა საბოლოო სიტყვებს, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდნენ.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა სულხან ტუღუშმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა:
აქ გავიცანი ბიჭები და ჯგუფური და ორგანიზებული ვერ იქნებოდა ფიზიკურად. მშვიდობიან მიტინგზე ვიყავი გასული და მშვიდობიანი მიტინგის შესახებ შევიტყვე ტელევიზიით“, – თქვა მან.
➡︎ 14-პირიან ჯგუფში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უკვე გათავისუფლდა 6 ადამიანი, ესენი არიან: ხვიჩა გოგოხია; გიორგი ქორქია; ლევან ჯიქია; გიორგი რურუა; ლაშა ივანაძე; სერგო მეგრელიშვილი.
➡︎ სასამართლოს განაჩენს ელოდება 8 ბრალდებული: ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე.
მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა




