შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი, პესკოვმა უპასუხა, რომ „ასეთივე“

კრემლის პრესმდივანი ფიქრობს, რომ ს მომდევნო პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმირ პუტინია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვმა ინტერვიუ მისცა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საინფორმაციო არხ МГИМО 360-ს. შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი, პესკოვმა უპასუხა, რომ „ასეთივე“. დამაზუსტებელ შეკითხვას, ეს რამდენად შესაძლებელია, კრემლის პრესმდივანმა უპასუხა: „ან სხვა, მაგრამ ასეთივე“.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ კენჭისყრას ისევ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ