ილია თოფურიას სტატუსს 48 წუთში 43 000-ზე მეტი მოწონება, 6 000-მდე კომენტარი და 4 000-მდე გაზიარება აქვს

ილია თოფურია სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. სტატუსს, 48 წუთში 43 000-ზე მეტი მოწონება, 6 000 კომენტარი და 4 000-მდე გაზიარება აქვს:

დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში , – ამის შესახებ ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

ილია თოფურია მის მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას ულოცავს.

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოსთვის კი მარცხენა თვალიდანაც. არანაირი გასამართლებელი მიზეზები. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. გუშინ შენი ღამე იყო“, – წერს ილია თოფურია.

ილია თოფურიას განცხადებით, მას გეიჯისთან განმეორებითი ბრძოლა სურს.

„გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ. უფრო ძლიერი, ბრძენი და სახიფათო დავბრუნდები. დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში“, – აცხადებს თოფურია.

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.

ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიება -ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და მას 4 000 მაყურებელთან ერთად -ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.

ილია თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 17 გამარჯვება და ერთი, დღევანდელი მარცხია.