ნავალნი კვლავ სადამსჯელო იზოლატორში მოათავსეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 26-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
ამის შესახებ იტყობინება მისი პრესმდივანი კირა იარმიში. იარმიშის თანახმად, ნავალნი 1 თებერვლიდანაა სადამსჯელო იზოლატორში. მიმდინარე 10 დღის ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 293 დღე აქვს გატარებული.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ს ჩრდილოეთში.
ამ დროის განმავალობაში ნავალნი ორჯერ მოათავსეს იზოლატორში იმის გამო, რომ „არასწორად წარადგინა თავი“. რა იყო ამჟამინდელი სასჯელის საბაბი, არ არის ცნობილი.
იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.