“კრემლის მკვლელმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის არაფერია წმინდა. მათ, ვინც თავს ქრისტიანული ღირებულებების დამცველად ასაღებს, დაბომბეს მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი – კიევ-პეჩერის ლავრა.
ეს თავდასხმა უკრაინისთვის კიდევ ერთი ტერორის ღამის განმავლობაში განხორციელდა, რა დროსაც დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები, ინფრასტრუქტურა კი სერიოზულად დაზიანდა.
ამ სარაკეტო თავდასხმების ფონზე, ჩვენ სოლიდარულები უნდა დავრჩეთ უკრაინელი ხალხის მიმართ. მოლდოვის რესპუბლიკა მკაცრად გმობს სამოქალაქო პირებსა და სალოცავებზე თავდასხმებს და გვერდში უდგას უკრაინას თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებისთვის ბრძოლაში” – მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი.




