თამარ ბუჩუკური: ამ ჩხუბამდე საამაყო ქართველი იყო და ახლა რა ხდება, აღარაა ქართველი და საამაყო?!

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ერთი მიშამ გაყიდა კოდორი და მეორე ილიამ – ჩხუბი. ვინც ამის თქმას, ფიქრს და წერას კადრულობთ, ჩვეულებრივი მანიაკები ხართ, საშიშები საზოგადოებისთვის.
ვიღაც წერდა, ესპანეთში რას ამბობენო, ესპანელები დარწმუნებულები არიან, რომ უბრალოდ წააგო ილიამ და შემდეგ მოგებას გულშემატკივრობენ. ჯანმრთელი ხალხია ესპანელები და ამიტომ…
ამ ჩხუბამდე საამაყო ქართველი იყო და ახლა რა ხდება, აღარაა ქართველი და საამაყო?!
ამაზრზენები ხართ.
P.S. საავადმყოფოშია ილია და თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი. ამ ტრავმითაც კი აგრძელებდა ჩხუბს და ექიმმა შეაწყვეტინა… ახლა, მთავარია აღიდგინოს ძალები და ჯანმრთელი დაბრუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება