გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით უნდათ, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია გაყალბებული ფრაზებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
„როდესაც მიხვდნენ, რომ დებატებში წააგეს, ღირსება არ ეყოთ, შეერგოთ და მომზადებულიყვნენ მომავალი დებატებისთვის, პირიქით, აყალბებენ ფრაზას და ამ გაყალბებული ფრაზებით სურთ, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. შეიძლება ეს „კარგიც“ არის იმიტომ, რომ სხვა არაფერი დარჩა იმ დებატებიდან, რომ ეთქვათ – დებატების ეს ნაწილი ჩვენ მოვიგეთ და ადგნენ და გააყალბეს ფრაზა. თუმცა ესეც ჩაუვარდათ და წაგებული დებატები, ორჯერ და ხუთჯერ უფრო მეტად იქნა წაგებული იმის მერე, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა