გაბარდის პოსტის შემდეგ ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება

-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება.

“რუსულმა პროპაგანდამ უკრაინაში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ -ს სადაზვერვო ანგარიში დაამახინჯა” – წერს ცენტრი სოციალურ ქსელში.

ოფიციალური ორგანო აღნიშნავს, რომ ამ მანიპულაციის საბაბი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ახალი ანგარიში გახდა. ანგარიში მომზადდა იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც აშშ-ს მთავრობის მიერ “თანამშრომლობითი საფრთხეების შემცირების პროგრამის” ფარგლებში იყო მხარდაჭერილი.

პროკრემლისტური კომენტატორები ამტკიცებენ, რომ ეს დოკუმენტი თითქოს არის “მტკიცებულება” იმისა, რომ პენტაგონი სამხედრო ბიოლოგიური პათოგენების შესაქმნელად ლაბორატორიების ქსელს აფინანსებდა.

ცენტრი წერს, რომ სინამდვილეში, აშშ-ს ოფიციალური სადაზვერვო მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ინფრასტრუქტურა მხოლოდ სამოქალაქო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ემსახურებოდა.

“დოკუმენტში ნათლად არის აღნიშნული, რომ პროგრამის მთავარი მიზანი უკრაინაში, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ბიოლოგიური იარაღის პათოგენების უსაფრთხო შენახვა იყო.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეს ობიექტები ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ აშშ-მ გამოყო თანხები მათი მოდერნიზაციისთვის, რათა საშიში პათოგენები არ მოხვედრილიყო შავ ბაზარზე ან არ გავრცელებულიყო გარემოში” – წერს უკრაინის დეზინინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.

ანგარიშის მასალების მიხედვით, აშშ უზრუნველყოფდა ტექნიკურ მხარდაჭერას და ატარებდა უკრაინელი მეცნიერებისთვის სწავლებებს უსაფრთხო იზოლირებულ პირობებში მუშაობის შესახებ.

ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტების საქმიანობა კოორდინირებული იყო სამედიცინო ინსტიტუტებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO).

“რუსულმა პროპაგანდამ კიდევ ერთხელ უგულებელყო გამოქვეყნებული ფაქტები და ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი თავის ძველ კონსპირაციულ თეორიებს მოარგო. მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს, რომ [უკრაინაში] სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად და “პრევენციული დარტყმის” ილუზიის შექმნისთვის “ბიოლოგიური საფრთხის” თემა გამოიყენოს.” – წერს ცენტრი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ამერიკელი კოსერვატორი გამომძიებელი ჟურნალისტი, ლაურა ლუმერი წერს, რომ ტულსი გაბარდმა, სავარაუდოდ, გადაამუშავა და ხელახლა გამოიყენა გამოქვეყნებული რუსული სადაზვერვო მასალა და ის აშშ-ს ოფიციალურ სადაზვერვო დოკუმენტად წარმოაჩინა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გაბარდმა აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროვება თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა. გაბარდი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტს 30 ივნისს ტოვებს.

“გაბარდის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებულ ‘უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების' დოკუმენტებში აღმოვაჩინე, რომ მან ოფიციალური რუსული სადაზვერვო დოკუმენტებში არსებული გრაფიკული მასალები გამოიყენა და მათზე აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ლოგო დაადო, რათა ისინი აშშ-ს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ სადაზვერვო ანგარიშად წარმოეჩინა. დოკუმენტების შემდგომი ანალიზისას აღმოვაჩინე მტკიცებულებები, რომ ის პირდაპირ ავრცელებს რუსეთის მთავრობის პროპაგანდას” – წერს ჟურნალისტი.

ლუმერი ამტკიცებს, რომ გაბარდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რუსული მასალებიდან ამოღებული სურათების გამოყენების გარდა, დაშვებულია ელემენტარული მართლწერის შეცდომებიც, რაც მას ეჭვს უჩენს, რომ ეს დოკუმენტი არა აშშ-ს დაზვერვის თანამშრომლების მიერ, არამედ გაბარდის პოლიტიკური თანაშემწების მიერ არის შექმნილი. ჟურნალისტი გაბარდს აშშ-ს სისხლის სამართლის ჯაშუშობის მუხლის დარღვევაშიც ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ რუსული პროპაგანდა მსგავს კონსპირაციურ თეორიებს საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზეც ავრცელებდა.

ძირითადი მითები, რაც რუსეთიდან ლაბორატორიის გარშემო მიმდინარეობს, ეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნას, ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს და იმას, რომ ლუგარის ცენტრი ამა თუ იმ დაავადების წყაროა.

წყარო