“ძველი წამება”. ჩემი კაი. ნუ, ახალზე გადაირეოდა, ალბათ, ქოცი” – ვახო სანაია

16
ჟურნალისტი, ვახო სანაია, –ს განცხადებას ეხმაურება და წერს:
ქოცი გაიძახის, იეეეს, ვაიმე, რა მაგარია, ძველი წამების კადრები ყოფილაო, 2022 წლისო. იმენა მაგრა გაასწორა, ძველი ყოფილაო.
,,ძველი წამება”. ჩემი კაი.
ნუ, ახალზე გადაირეოდა ალბათ ქოცი. “პროსტა”, მეორე მხრივ, ეს ახალი წამების ფაქტებიც ხო არსებობს უხვად, მაგრამ უნდა დაძველდეს ცოტა. ეგრევე ხო არ გაიგიჟებს თავს, თუმცა რაღაცნაირად ვერ ლაგდება – ახალი ფაქტებია საჭირო თუ ძველი ?!
ივანიშვილის შვილის ჩანაწერებზეც ეგ თქვეს, ძველიაო. მაშინ ჯერ არ ვიყავით ხელისუფლებაშიო – მათი ჭკუით, ამ განმარტებით დაგვამშვიდეს. ნუუუ, ადრე რაც ვტანჯერ ბავშვები, მხოლოდ ეგ ამბები მოხვდა მაგ ჩანაწერებში, ახლები არააო ეგ აუდიოებიო. რა მაგარია, ახლები არა გაქვთო.
გორში კოლექტიურად რომ ურტყამდნენ ადამიანს, მაგაზე ვერ თქვეს, ძველიაო, მაგრამ უსაყვედურეს ბიჭებს, კადრში რატომ მოხვდით, მიფარებულში ურტყით ხოლმე, გიშლით ვინმეო ?!