უკრაინის საელჩო საქართველოს „ასაფეთქებლის საქმის“ პოლიტიზების თავშეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ასაფეთქებლის აღმოჩენის საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული მხარე ამოწმებს სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციას და არკვევს ყველა გარემოებას. საელჩო იმედოვნებს, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.
„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
· სუსი: საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობები გაჰქონდათ
· რუსეთში საქართველოს სუს შეაქეს ასაფეთქებლის აღმოჩენის გამო

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს