ტეხასის ქალაქ მიდლენდში სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 9

ტეხასში, ქალაქ მიდლენდში, სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავებული კი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიდლენდის მერის, ლორი ბლონგის განცხადებით, ოფიცრებმა სროლის შესახებ პირველი ზარები ადგილობრივი დროით 8:03 საათზე (14:03 GMT) მიიღეს. სროლის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ეჭვმიტანილი ოფიცრებთან დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მიდლენდის მემორიალურმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ მათ 9 დაშავებული პირი მიიღეს, მათგან ოთხს ოპერაცია უტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”