დიპლომატი დავით ჩხეიძე:
ასეთი კადრები ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ორი წლის წინ. რაც ვერ ვნახეთ, ასეთი და უარესი წამების მსხვერპლი ვნახეთ.
2022 წლის შემდეგ ასეთი წამება გაასმაგდა, არათუ უდანაშაულო, არამედ ყველაზე პატრიოტი, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებისკენ მიიმართა.
ეს რეჟიმი განწირულია. მას არავინ, არასდროს, პატივს აღარ სცემს. ნდობას აღარ გამოუცხადებს.
ის უნდა დასრულდეს!
კომიკურია მასთან დებატები, იმედი, რომ რეჟიმი დაიბრუნებს ადგილს საზოგადოებაში, პარტნიორებში.
მათ უკვე დიდი ხანია გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი. თანდათან გამოვლინდება გაცილებით მძიმე მტკიცებულებები.
რომლის გამართლებასაც ისინი სულ უფრო ვეღარ შეძლებენ.
მშვიდობიანი დასასრული ყველაზე მეტად ამ რეჟიმის მესვერების ინტერესშია.
ცნობისათვის, ნოდარ მელაძის “შაბათის ეთერის” მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც პოლიციელების მიერ მოქალაქეების წამების ფაქტები ჩანს, შინაგნ საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.




