
“მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ჩემთან ერთად კიდევ 17 მოქალაქე იმყოფება. ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათ შორის არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფები, რომლებსაც სჭირდებათ ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ასეთი წამლები აქ არის… გვაქვს საელჩოსგან გამოგზავნილი საკვები, ჩვენ ვზოგავთ ამ საკვებს იმიტომ, რომ 18 ადამიანი ვიმყოფებით აქ და ვჭამთ დღეში ერთხელ. ახლა ძალიან ცოტა საკვები გვაქვს დარჩენილი, ვერ ვიტყვით, რომ სრულიად გამოცარიელებული ვართ. ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს მწვავე ანთება, მას ინფექცია აქვს, თვალმა დაუწყო ლპობა, აღარ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, გამოვიძახეთ სასწრაფო მხოლოდ თვალის წვეთები მისცეს და გვითხრეს, რომ სხვა არაფერი შეეძლოთ, მაგრამ ამან მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა. ამის შემდეგ 2 კვირაში სდიოდა ჩირქი, მას შემდეგ რაც მდგომარეობა იდევ უფრო დამძიმდა, ამ ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა. გადაიყვანეს სადღაც, მაგრამ ისევ უკან დააბრუნეს.” | ამბობს ტვ პირველთან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის ხეობაში, საემიგრაციო ცენტრში დაპატიმრებული ერთ-ერთი უკრაინელი