დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის  სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული  წარმატება მიულოცეს.
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედროებმა – პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ, მაიორმა ავთანდილ მუშკუდიანმა, მასტერ-სერჟანტმა ივანე ემელიანოვმა, უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ჭინჭარაულმა, კაპრალმა რამინ ფუტკარაძემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მერაბ დემურაშვილმა  და ბაკურ მგელიაშვილმა პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურეს. მათ ტურნირში ჩართვისთვის ინტენსიური მომზადება გაიარეს.
სპორტულ  ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული.
ღონისძიება შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation”-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული ასპარეზობა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაციასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა