მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანა ჟორჟოლიანმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება. მან ამის შესახებ ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პარტიის განახლებაში მონაწილეობას მიიღებს კმაყოფილი იქნება.
“მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება. ჯერ ერთი ძალიან სწორ მოდელს შექმნის გარე ველისთვის და გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მერე ეს იდეა მხიბლავს. ჟურნალისტიკაში რაც გავაკეთე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გავაკეთებ, მეტი რესურსი აღარ არსებობს და თუ ამასაც მოვახერხებ, რომ ამ პარტიის განახლება და თავიდან აღმოცენება შესაძლებელი იქნება, ძალიან მომეწონება, რომ ამის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები.”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა