კობახიძე ვერ აცდება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ის არის თანამონაწილე, როგორც პრემიერ მინსიტრი, დანაშაულებრივი სქემისა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც დანაშულებრივ სქემაზეა საუბარი, მის უკან დგას დიდი კორუფციული სქემები.
პოლიტიკოსის თქმით, “ივანიშვილმა საკუთარი ნებით დაიტოვა ისეთი გარემოცვა, რომელიც მხოლოდ უკბილო ხოტბა-დიდებას ასხამენ.“
ივანიშვილმა დაიტოვა საკუთარი ნებით, საკუთარი თავი გარემოცვაში სადაც უკბილო ხოტბა-დიდების მეტს არაფერს ამბობენ, რომ შეხედავ ამ ადამიანებს, იტყვი, ნუთუ წიგნი არ წაგიკითხავთ, ნუთუ ამაზე მეტ სიტყვას ვერ პოულობთ, ნუთუ ამაზე მტად მდიდარი, სიტყვათა მარაგი არ გაქვთ, რომ სხვა რამე თქვათ, სამარცხვინოობაა.
კობახიძე ვერ აცდება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ეს ვიცი ზუსტად და შეიძლება სხვა სახის პასუხისმგებლობასაც, იმიტომ რომ ის არის თანამონაწილე, როგორც პრემიერ მინისტრი, დანაშაულებრივი სქემისა. ამ დანაშაულებრივ სქემაზე, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაზე რომ ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამის უკან არის გაუგონარი, რომ არ ახსოვს საქართველოს ისეთი გაუგონარი კორუფციული სქემები,- თქვა მან.
არმაზ ახვლედიანმა ბათუმში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ რეჟიმმა, მას ქალაქი მოუკლა“.
ისტორიაში ჩაიწერება, რომ ამ ბინძურმა რეჟიმმა მომიკლა ქალაქი. ქალაქი ბათუმი მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ამოიყორეს კუჭი,- თქვა ახვლედიანმა.




