ზვიად კორძაძე: ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, ბავშვს რომ რამე მოსვლოდა იმ სამ წუთში ისევ ვერდანახვა – დანახვაზე იქნებოდა საუბარი?

“ის რაც საზმაუს ეთერში მოხდა ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე არ დადის.
რამდენჯერ არ ვუყურებ, რაღაც საშინელების თქმა მინდა.
ბავშვები არ ჩერდებიან სიმღერას აგრძელებენ, ვიღაც იძახის არ დაგვინახავსო, ვითომ ვერდანახვა ნაკლები პრობლემაა.
ვერ ვუშვებ, რომ ვიღაცამ უფროსმა დაინახა და სიმღერის დამთავრებას ელოდებოდა.
ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, ბავშვს რომ რამე
მოსვლოდა იმ სამ წუთში ისევ ვერდანახვა – დანახვაზე იქნებოდა საუბარი?
თუ უკვე გამოძიება კითხავდა ოპერატორს რატომ გადაიტანა კადრი, მუსიკოსს რატომ მიიხედა დაცემის ხმაზე და გააგრძელა სიმღერა, უკანა რიგში მდგარ ბავშვებს და მათ მშობლებს რატომ არ მიეშველნენ ბავშვები. უფროსებს რომლებსაც ეს ბავშვები ჰყავდათ ჩაბარებული თუ ვერ დაინახეს რატომ და როგორ ვერ დაინახეს
???? ისე ახლაც შეუძლია გამოძიებას იგივე გაარკვიოს, არის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი და დაუხმარებლობა ჰქვია.
მუხლი 129. დაუხმარებლობა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
იმედია სიმღერის შეწყვეტას თავისთვის ან სხვისთვის საფრთხის შექმნად არავინ მიიჩნევს…
არ ვიცი სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გადავახევს ვნახავ. ვზივარ გაოგნებული, კიდევ გადავახვევ, ვერ ვხვდები ეს როდის და რა დროს დაგვემართა???” | წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში
🔻 დღეს ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”