თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართება. სხდომა თვის ბოლოს, 24 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდებოდეს, რომელიც უვიზო რეჟიმის საკითხს ეხება.
პროცესი უნდა ყოფილიყო 24-ში, ეგრე იყო განრიგით გაწერილი და შეთანხმებული ეგრე გვქონდა მოსამართლესთან. რატომ გადმოწიეს 11-ში არ ვიცით, 10-ში აპირებდნენ, ანუ გუშინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე 11-ში გააკეთეს, არ ვიცი, შეიძლება დაკავშირებული იყოს ამერიკელებთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის უვიზოსთან იმიტომ, რომ დღეს არის იქ შეხვედრა ტექნიკურ დონეზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება. კიდევ არის რაღაც საკითხები, რომელთანაც შეიძლება დაკაშირებული იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ამაზე ცალსახად საუბარი იქნება სპეკულაცია, რომ გამოვალ მოგიყვებით ჩემი აზრით რასთან არის კავშირში, გასაგები იქნება სხდომაზე, რატომ გადმოწიეს,” – განაცხადა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ამასთან კითხვაზე სარწმუნოა თუ არა “ქართული ოცნების” განცხადებები, რომ მათ დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ აქვს.




