მედია – ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატის ჰარდას რაიონში მდებარე ფოიერვერკების ქარხანაში მოხდა.
„ჩვენ შეგვიძლია 7 ადამიანის გარდაცვალება დავადასტუროთ. აქ 65 დაშავებული შევიყვანეთ და კიდევ 10 უფრო დიდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – განაცხადა ჰარდას რაიონული საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აფეთქების ადგილზე სასწრაფო და სახანძრო მანქანები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ჩაქრობასა და შენობაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ