„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Auto Hall-ის თანადამფუძნებელმა ოთო გვალიამ განაცხადა, რომ დღესდღეობით შესაძლებელია დღგ-ს 100 000 ლარიანი ზღვარი 200 – 250 ათასამდე გაიზარდოს.მისი თქმით, დღგ-ს არსებული ზღვარი 20 წელია ერთი და იგივეა, ამ პერიოდში კი ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები შეიცვალა, რის გამოც ბიზნესისთვის აუცილებელია საგადასახადო წნეხის შემსუბუქება, რაც მინიმუმ დღგ-ს ზღვარის აწევაში გამოიხატება.„არ მგონია რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში მოვახერხებთ ოდესმე ცხოვრებას, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადი არ იარსებებს თუმცა დღგ-ს შემცირებაზე საუბარი ალბათ უდავოდ შეგვიძლია. თუმცა ჩემი აზრით, ალბათ აუცილებლად გადასახედია 100 000 ლარიანი ზღვარი რომელიც 20 წელია ერთი და იგივეა და რა თქმაუნდა ამ 20 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, საშუალო ხელფასები გაიზარდა, უძრავი ქონებისა და საქონლის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, დოლარის კურსი შეიცვალა.თუ მხოლოდ ინფლაციას გავითვალისწინებთ, 100 000 ლარი, რომელიც დაახლოებით 2005-2010 წლებში იყო დადგენილი, დღეს გაცილებით მაღალი უნდა იყოს. თუ მარტო ინფლაციას გავითვალისწინებთ ეს ზღვარი თავისუფლად შეგვიძლია 200-250 ათასამდე გავზარდოთ. თუ საშუალო ხელფასებს და ეკონომიკის ზრდასაც გავითვალისწინებთ თავისუფლად შეგვიძლია 300 ათასი ლარის დიაპაზონშიც განვიხილოთ. ასევე ვისურვებდი, რომ თუ ჩვენი ქვეყნის სურვილი ეკონომიკის სწრაფად გაზრდაა საგადასახადო პოლიტიკა შემცირებისკენ იყოს მიმართული და მსგავსი საშეღავათო პირობები 5-10 წელიწადში გადახედვადი იყოს ხოლმე. თუ გვინდა რომ იგივე შედეგის მომტანი იყოს როგორიც მისი ჩაფიქრებისას იყო“, – განაცხადა ოთო გვალიამ


