Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის

ხუთკვირიანი პროგრამა, რომელიც უფასოა და სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს, Meta-დან 8000 თანამშრომლის გათავისუფლებას მოჰყვა
ფოტო: ნიკ კური / AP
კომპანია ხსნის “სამუშაო ძალის აკადემიას”, რათა ამერიკელები მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მოამზადოს, ვინაიდან კვალიფიციური მუშები სულ უფრო ძვირფას რესურსად იქცა. ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამა CBRE-სა და Associated Builders and Contractors-თან პარტნიორობით ხორციელდება, უფასოა და კურსდამთავრებულებს Meta-ს მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე სამუშაო ადგილს სთავაზობს.
მიმდინარე წელს საპილოტე პროგრამაში Meta 115 მილიონ დოლარს ჩადებს და ლუიზიანაში, ოჰაიოში, ინდიანასა და ტეხასში გაუშვებს. კომპანიის უმსხვილესი მონაცემთა ცენტრი, სახელად Hyperion, ლუიზიანის Richland Parish-შია გათავსებული. კომპანიის თქმით, ის “იმდენად დიდი იქნება, რომ მანჰეტენის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს”.
“ამერიკას ასობით ათასი კვალიფიციური სპეციალისტი დასჭირდება, რათა ააშენოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანას -ში ლიდერობის საშუალებას მისცემს. ადამიანებს სჭირდებათ განათლებასა და ამ სამუშაო ადგილებზე წვდომა. ჩვენ გვწამს, რომ მომავალი ყველასთვისაა. დღეს პარტნიორებთან ერთად ვუშვებთ America's Workforce Academy-ს, რათა უზრუნველვყოთ უფასო სწავლება და პირდაპირი გზა ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დასაქმებამდე. გვსურს ყველას მივაწოდოთ პერსონალური სუპერინტელექტი და გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვეხმაროს ამ მომავლის შექმნაში”, — დაწერა ფეისბუქზე Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა.
Meta შეუერთდა კომპანიათა მზარდ ჯგუფს, რომელმაც გაიაზრა, რომ -ში კვალიფიციური სამუშაო ძალა მწირია, და ახლა დარგში ადამიანების მოზიდვას ცდილობს.
მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდა მკვეთრად ზრდის კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ელექტრიკოსებსა და HVAC-ტექნიკოსებზე, რომლებიც მასშტაბური ელექტრო ინფრასტრუქტურისა და ზუსტი გათბობა-გაგრილების სისტემების მოსაწყობად არიან საჭირო. Associated Builders and Contractors-ის შეფასებით, სამშენებლო ინდუსტრიას, მხოლოდ ამ წელს, დაახლოებით 349 000 ახალი მუშახელი სჭირდება.
დასაქმებაზე მაღალი მოთხოვნა ბევრი ჩვეულებრივი მუშისთვის კეთილდღეობის წყარო გახდა, რადგან ათასობით დროებითი სამშენებლო სამუშაო ჩნდება, მათ შორის რეგიონებშიც. თუმცა აქვეა კითხვა: პროექტების დასრულების შემდეგ რა ელის ამ მოსახლეობას? ამუშავების შემდეგ მონაცემთა ცენტრები გაცილებით ნაკლებ თანამშრომელს საჭიროებს.
Meta ისედაც ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც, კომპანიის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია. სწორედ ამ ხარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად გაათავისუფლა კომპანიამ ახლახან 8000 ოფისის თანამშრომელი.
Meta-მ 8000 თანამშრომელი გაათავისუფლა
კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, შექმნას პირადი და სამუშაო ასისტენტ-აგენტები 3,5 მილიარდი მომხმარებლისთვის, ამ მიზნის მისაღწევად კი მოდელები ავითარებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ თანამშრომელთა მაუსის მოძრაობისა და კლავიატურაზე ბეჭდვის აღრიცხვა დაიწყო, რათა AI მოდელებს ასწავლოს კომპიუტერის გამოყენება. Meta ასევე ხმამაღლა საუბრობს მომავალზე, სადაც AI აგენტები ძირითად სამუშაოს შეასრულებს, ხოლო თანამშრომლები მათ ზედამხედველობას გაუწევენ.
ბოლო დროს კომპანია განსაკუთრებით ორიენტირებულია მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის საჭირო კადრების მოძიებაზე. აპრილში Meta-მ გამოაცხადა ოპტიკური ბოჭკოს მონტაჟის სასწავლო პროგრამა, რომელიც ადამიანებს შესაბამის საქმეს ასწავლის. კომპანიის ცნობით, პირველ შვიდ დღეში 35 000 განაცხადი შევიდა.
მსხვილი ბიზნესი და მისი საქველმოქმედო ფონდები ამ წელს სამომავლო სამუშაო ძალის მოსამზადებლად სულ უფრო მეტ რესურსს ახმარს. კერძოდ, BlackRock Foundation-მა, ამ წლის დასაწყისში, $100 მილიონიანი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა. ფონდის განცხადებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ტეხასში ელექტრიკოსების მომზადებაში ჩაიდება, სადაც მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა.
Lightcast-ის ბოლო ანალიზით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებული სამშენებლო ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით გაორმაგდა.
AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა1707 ნახვა
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს1157 ნახვა
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს966 ნახვა
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება834 ნახვა
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა747 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ “ზეგიგანტებად” გარდაიქმნებიან
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ “ზეგიგანტებად” გარდაიქმნებიან
გადახედვა
ეკოლოგია
კვლევების მიხედვით, სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს
კვლევების მიხედვით, სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს
გადახედვა
კოსმოსი
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
გადახედვა

ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
ინტერნეტი
ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტებისა და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტებისა და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
ეკონომიკა
ჩადე ინვესტიცია იმაში, რაც გესმის — როგორ აღმოვაჩინოთ საინვესტიციო იდეები ყოველდღიურობაში?
ჩადე ინვესტიცია იმაში, რაც გესმის — როგორ აღმოვაჩინოთ საინვესტიციო იდეები ყოველდღიურობაში?
გადახედვა

შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
ტექნოლოგიები
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
კოსმოსი
ამ ეგზოპლანეტაზე “ქვიშის” ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
ამ ეგზოპლანეტაზე “ქვიშის” ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება