„m²-ის გაყიდვა ჯანსაღი პროცესია, რაც ბაზარზე ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს“ – გოგა მაჭავარიანი

“სითი დეველოპმენტის” – პროექტი Citizen Central Park-ის დირექტორის გოგა მაჭავარიანის განცხადებით, “თრასთ ჰოლდინგის” მიერ m²-ის შეძენა ბაზრისთვის ჩვეულებრივი და ჯანსაღი პროცესია.როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” შეაფასა, აღნიშნული საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.”შესაძლოა თავად იმ კომპანიისთვის (m²) იყოს უკეთესი, რომ ახალი იმპულსი შეიტანოს თავის საქმიანობაში, მათ შორის, გაზარდოს გაყიდვები და ა.შ. ხარისხი დარწმუნებული ვარ იგივე შენარჩუნდება, რადგან “თრასთ ჰოლდინგიც” კარგი კომპანიაა და  m²-იც.შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. ზოგიერთი კომპანია ერთიანდება, ზოგი იყიდება და ა.შ. – ეს ჯანსაღი პროცესია. ზოგადად, საქართველოს დეველოპერული სექტორი მზარდია. რაც უფრო მეტი მყიდველია, მით უფრო იზრდება ხარისხი და ა.შ. დაანონსებული რეფორმები ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით კი კიდევ უფრო დადებითად აისახება სექტორზე და ძლიერ კომპანიებს რეპუტაციული ზიანისგან დაიცავს”, – აცხადებს გოგა მაჭავარიანი.ცნობისთვის, Georgia Capital-მა (GCAP)  მის პორტფელში არსებული, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერი შვილობილი კომპანია m2 გაყიდა.  გარიგების  შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ჯგუფი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. წყარო: ბიზნესპარტნიორი