ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის იაშვილის კლინიკაში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ხელის მოტეხილობით მიიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული.

დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში მდებარე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან, თუკი ოფიციალური კომენტარი გაკეთდება კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამ საკითხზე.

გარდაცვლილი მოზარდი გურიიდან იყო და მისი მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტს სკოლაშიც გვიდასტურებენ, სადაც ის სწავლობდა.

ბავშვი გუშინ, 8 ივნისს გარდაიცვალა ბათუმში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო:

ლევან ხაბეიშვილი – „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ – თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!