დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და /მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები“.
„მაშ სომხეთივით გინდათ? მაშ ასე უნდა გამოგლიჯოთ ოცნებას არჩევნები? ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და /მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს. გასაგებია, რომ სამხრეთკავკასიელი მეზობლებივით ვერ იქნებოდნენ ჩართული იმ გლობალურ გეოეკონომიკურ პროცესებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მაინც ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ – სადამდე და რა ჩიხში შედიხარ ცრუინტეგრაციების გზაზე.
ახლა კი, მძიმე და ჩვენს მიერ კარგად აპრობირებული და უკუგდებული მარშრუტი აქვთ შერჩეული.
ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კი დავიმახსოვროთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის