დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, -ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან „ძალიან პოზიტიური საუბარი“ ჰქონდა.

„მადლობელი ვარ მათი მზადყოფნისთვის, რომ უახლოეს კვირებში რაც შეიძლება აქტიურად იმუშაონ დიპლომატიის განახლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ესმის, რომ მსოფლიოს ყურადღება ირანზეა მიპყრობილი, თუმცა ევროპაში მშვიდობის მიღწევა დღის წესრიგში რჩება.

„ჩვენ „დიდი შვიდეულის“ სამიტისა და ივნისში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების კონტექსტში პერსპექტივები განვიხილეთ. ჩვენი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რას გეგმავს მოსკოვი. მადლობელი ვარ უკრაინელების მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და უკრაინის პოზიციების დადებითი შეფასებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს