„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევრისა და „სირცხვილიას“ აქტივისტის, ქეთი შოშიაშვილის პოსტს გამოეხმაურა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა ს შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ.
სინამდვილეში, ისინი ვინც ცდილობენ საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს ს მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ და ამით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ითრევენ.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ ითქვა ფრაზა, რომ უკრაინისთვის რუსეთზე სანქციებით და მებრძოლების გაგზავნით დაუხმარებლობას „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ასეთი განცხადებები აჩენს აღქმას, რომ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთზე თავდასხმისთვის დერეფანს გახსნიდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია, რომლის მიმდინარე პროექტების დაფინანსება დაახლოებით 6 000 000 ლარია, ანტიქართულ პროპაგანდას ავრცელებს“,- წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.
Next: ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო – სხვის შვილებს ნუ კი გაწირავთ, პირადად წადით უკრაინაში და იომეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას