მეგობრებო, ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი. ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, როგორც ასეთს, ადამიანის არჩევანს, მის თავისუფლებას – მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის“.
„ამ ბანდერლოგების ლოგიკით, სააკაშვილმა შევარდნაძის რესურსი არალეგიტიმურად გამოიყენა – უნდა ჩაჰყოლოდა კორუფციის ჭაობში.
სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს, რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება.
ასე რომ, კარგია, რაც ხდება, საბოლოო ჯამში – სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.