“სომხებზე უახლოესი ხალხი ჩვენ არ გვყავს” – ზურაბ ვარდიაშვილი

21
გამოცემა “პუბლიკას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:
სომხებზე უახლოესი ხალხი ჩვენ არ გვყავს.
ესაა ჩემი პირველი კომენტარი ერევნიდან, ჩემდა სამარცხვინოდ – პირველად ჩასულზე.
პოლიციელებიც კი კეთილგანწყობილები არიან ჩვენდამი. საზღვარზე მანქანის უკანა სავარძელზე ავტომატს მოჰკრა თვალი მესაზღვრემ, რომელიც ირაკლის დაუტოვებია და ჯერ სახე შეეცვალა და რო მოკიდა ხელი და სათამაშო შერჩა, ისე იხარხარა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ორი წუთი ვიცინოდით ერთად, მხრებზე ხელების ტყაპუნით.
მაგალითად, ქართველი პოლიციელები საერთოდ თუ იცინიან, აღარ ვიცი.
წინ სამუშაო გვაქვს. იმედი მაქვს დღე მშვიდობიანად ჩაივლის და გვიან ღამით კაი სომხური მოლხენის საბაბი გვექნება. რასაც ვატყობ, ამ საკითხშიც გვგვანან.