დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და გამგეობის შესაბამისი განყოფილებების უფროსები სტანისლავსკის ქუჩის N12-ის მცხოვრებლებს შეხვდნენ

დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი, გამგებლის მოადგილეები და გამგეობის შესაბამისი განყოფილებების უფროსები სტანისლავსკის ქუჩის N12-ის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
მოსახლეობამ სტუმრებს განსაკუთრებულად თბილი და გულწრფელი მასპინძლობა გაუწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პირდაპირი და უშუალო დიალოგის მნიშვნელობას, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის მაღალ ინტერესს.
შეხვედრაზე განიხილეს მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მოისმინეს მათი საჭიროებები და მოსაზრებები, ხოლო წამოჭრილი საკითხები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი სამსახურების მიერ აღირიცხა.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?