უკრაინის დრონებმა ყირიმის სახმელეთო მარშრუტის ნაწილზე საჰაერო კონტროლი დაამყარეს

უკრაინის დრონებმა ყირიმის სახმელეთო მარშრუტის ნაწილზე საჰაერო კონტროლი დაამყარეს | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინულ დრონებს შეუძლიათ ეფექტური იერიშები მიიტანონ რუსულ ტექნიკასა და ლოჯისტიკაზე, მელიტოპოლი – ჩონჰარის მარშრუტზე, რომელიც უკრაინის სამხრეთში მდებარეობს და ყირიმისკენ მიემართება.
🔴 სამხედროების განმარტებით, ამ ოპერაციამ მნიშვნელოვნად გაართულა ყირიმში რუსული ჯარების მომარაგება და საწვავის ლოჯისტიკა. მათივე ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ნახევარკუნძულზე საწვავის სერიოზული დეფიციტი ფიქსირდება, რაც გამოწვეულია როგორც მომარაგების გზებზე, ისე ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დარტყმების კომბინაციით.
💬 “ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ ბევრი რამ გველის“ | აცხადებენ უკრაინელი სამხედროები და ავრცელებენ კადრებს, სადაც, სავარაუდოდ, დრონების წარმატებული იერიშებია ასახული.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)