აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ,,შაბათის მარშის” დაწყებამდე ორ აქტივისტს თავს დაესხნენ – -მ გამოძიება დაიწყო

არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან, ,,შაბათის მარშის” დაწყებამდე მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა.

კერძოდ, როგორც ადგილზე მყოფი აქციის სხვა მონაწილეები აცხადებენ, აქტივისტებს ლევან ზაზაძესა და თამუნა გიორგაძეს, უცნობი პირი დაესხა თავს.

მომხდართან დაკავშირებით, -მ გამოძიება დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შსს-მ განყოფილებაში გადაიყვანა. განყოფილებიდან აქტივისტები მალევე გამოუშვეს და მათ მოგვიანებით გამოკითხავენ.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფოტო: Mo Se

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ ნიუსს, სან-ფრანცისკოში, ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნაო. უკაცრავად, ნუთუ მართლა?! ნუთუ ამერიკა კარგია? ნუთუ ამისთვის არ ვართ უკვე მეორე წელია ქუჩაში…

სიმონ ჯანაშია: დღეს ეს ადამიანი, ქვემო ქართლს და შიდა ქართლს რომ ვერ ასხვავებს და ამ დროს სუვერენიტეტზე რომ ლაპარაკობს, მთელი გადაცემა თავს ესხმოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებელს… (ვიდეო)